,,სავაჭრო სახლი გოლეთიანის“ ქსელში რეალიზებული ტექნიკის საგარანტიო პირობები

მწარმოებლის ავტორიზებული სერვის-ცენტრი

  1.  საგარანტიო მომსახურება გულისხმობს საქართველოს კანონით  ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ გათვალისწინებულ და ,,სავაჭრო სახლი გოლეთიანის“ მიერ გაცემულ  პირობებს, რომელიც მოქმედებს კანონით დადგენილი საგარანტიო ვადის – 2 (ორი) წლის განმავლობაში. საგარანტიო მომსახურება მოიცავს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა მომხმარებლის მიერ შესყიდული საქონლის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. საგარანტიო ვადის ათვლა იწყება მყიდველის მიერ მობილური ტელეფონის/ტექნიკის მიღების დღიდან.
  2. თუ საგარანტიო ვადის განმავლობაში საქონელი აღმოჩნდება ქარხნული წუნის/ნაკლის მქონე,  საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა უნდა მიმართოს ,,სავაჭრო სახლი გოლეთიანის“ სერვის-ცენტრს.
  3. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება) ან ნივთის შეცვლა წინამდებარე საგარანტიო პირობების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
  4. საგარანტიო ნივთის  შეკეთება  განხორციელდება შესაკეთებელი მოწყობილობის ავტორიზებულ სერვის ცენტრში წარდგენიდან   გონივრულ ვადაში, რაც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.   
  5. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) საქონლის შეკეთება შეუძლებელია;

ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში ვერ შეაკეთა და შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში მოვაჭრემ ნივთი არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;

გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.

  • მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
  • იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;

ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;

გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა .

  1. მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, შეამოწმოს   ტექნიკა მისი შეძენის დროს. 
    1. თუ საგარანტიო ვადის განმავლობაში ტექნიკას აღმოაჩნდება ქარხნული დეფექტი, სერვის ცენტრი ვალდებულია, დეფექტიანი ნივთის წარდგენიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში ჩაუტაროს საგარანტიო-სერვისული მომსახურება.
    1. საგარანტიო მომსახურება არ ითვალისწინებს: მექანიკურ, წყლის, აგრესიული სითხეების, მესამე პირთა ჩარევის შედეგად გამოწვეულ დაზიანებებს. ტექნიკის  საექსპლოატაციო პირობების დარღვევის ან მესამე პირის ზემოქმედების შედეგად ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში, უქმდება გარანტია და ნივთის შეკეთება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ანაზღაურებით, სერვის-ცენტრის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
    1. სერვისული/საგარანტიო მომსახურების დროს სერვის ცენტრი არ აგებს პასუხს ტექნიკაში არსებულ, ასევე ჩატვირთულ მონაცემებზე. იქიდან გამომდინარე, რომ მონაცემები შეიძლება დაიკარგოს მომსახურების პროცესში, მომხმარებელი ვალდებულია, შექმნას ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის სარეზერვო ასლი ელექტრონული ან წერილობითი სახით. გარანტია არ ვრცელდება პროგრამულ უზრუნველყოფაზე, სისტემური ბლოკის კვების ბლოკზე, ნივთის ელემენტზე, ხუთ პიქსელამდე დაზიანებაზე, მეხსიერების ბარათზე, სადენზე, გადამყვანზე, სამუხტ მოწყობილობაზე, ყურსასმენზე და სხვა აქსესუარებზე.
    1. ტექნიკის დაზიანების მიზეზს ადგენს ,,სავაჭრო სახლი გოლეთიანის“ ავტორიზებული სერვის ცენტრი.

*,,სავაჭრო სახლი გოლეთიანი“  წარმოადგენს იმპორტირებული ტექნიკის მწარმოებელი ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მას მოპოვებული აქვს შესაბამისი მწარმოებლისაგან ავტორიზებული სერვის ცენტრის სტატუსი. საგარანტიო პირობები დადგენილია მწარმოებლის ავტორიზებული პირებობების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

*საგარანტიო მომსახურებას ექვემდებარება საგარანტიო პერიოდში ნივთზე გამოვლენილი ქარხნული წუნი.

* საგარანტიო პირობები არ ვცელდება:

  • ნებისმიერ დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციის შედეგად;
  • მწარმოებლის მიერ გაცემული ექსპლოატაციის სახელმძღვანელოში მითითებული  პირობების დარღვევის შემთხვევაში;
  • ნივთის ნორმალური ცვეთისა და ცვეთადი ნაწილების განლევის გამო დამდგარ შედეგზე.

საგარანტიო პირობები უქმდება

  • გასულია საგარანტიო ვადა;
  • არ არის წარმოდგენილი საგარანტიო ტალონი, ტექნიკის დაუზიანებელი ყუთი და სრული კომპლექტაცია (ჩეკი/საგადახდო დავალება);
  • არ არის წარმოდგენილი მწარმოებლის საგარანტიო ტალონი (არსებობის შემთხვევაში);
  • საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია  ან გადაკეთებულია;
  • საგარანტიო ტალონში და მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერ/ნომერი, იმეი კოდი;
  • მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დაზიანება/დეფექტი;
  • მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი  დანიშნულების შეუსაბამო მიზნ(ებ)ით; არასაყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის;
  • დაზიანებულია ან ამძვრალია პლომბი ან ლუქი;
  • დარღვეულია მწარმოებლის მიერ მოწყობილობაზე თანდართული შენახვისა და მოხმარების წესი;
  • დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული/ან სხვა  ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ებ)ის მიერ;
  • დაზიანება გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვლილება მეტია ან ნაკლებია 220-230 ვოლტზე), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის და შენახვის წესების / პირობების დარღვევით, არაკომპეტენტური პირის მიერ ჩატარებული არაკვალიფიკაციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგად.

ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:

• თუ ნივთს გახსნისთანავე (ყუთიდან ამოღებისთანავე) დაუფიქსირდა ვიზუალური დეფექტი.  შეძენილი ნივთის ვიზუალური მდგომარეობა შეამოწმეთ მიღებისთანავე – ,,სავაჭრო სახლი გოლეთიანის“ წარმომადგენლის თანდასწრებით.

• თუ შეძენილ ნივთს გაყიდვიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში აღმოაჩნდება ქარხნული დეფექტი, მყიდველმა ნაკლიანი ნივთი (სრული კომპექტაციით, დაუზიანებელი ყუთით და საგარანტიო ფურცლით, ჩეკით/საგადახდო დავალებით) აღნიშნულ ვადაში უნდა წარადგინოს ,,სავაჭრო სახლი გოლეთიანის სერვის ცენტრში“. იმ შემთხევაში, თუ სერვის-ცენტრი  შეცვლის აქტით დაადასტურებს ქარხნულ დეფექტს, ნივთი შეიცვლება კომპანიის მიერ დადგენილი წესით.

• თუ საგარანტიო ნივთი ვერ შეკეთდა რეკომენდირებულ სერვის ცენტრში მიტანიდან გონივრულ ვადაში, ,,მომხმარებლის  უფლებების  დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებელი პირობების დაცვით.

• მხოლოდ ონლაინ შეძენის დროს, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე  – 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ესეთ დროს ნივთის უკან მობრუნების სრული ხარჯი ( ტრანსპორტირება, დემონტაჟი და ა. შ) მომხმარებელს ეკისრება.  აღნიშნული პირობა არ ვრცელდება ისეთ ნივთებზე, რომლის სარეალიზაციო ფასი  არ აღემატება 30 (ოცდაათი) ლარს, ასევე აუცილებელი პირობაა, რომ ნივთი დაბრუნდეს უნაკლო/უხმარ მდგომარეობაში, სრული/ახალი კომპლექტაციით.

ნივთის შეცვლა ხდება იგივე ან მეტი (მომხმარებლის მიერ თანხის განსხვავების დაფარვის პირობით) ღირებულების შეცვლის მომენტში გაყიდვაში არსებული ნივთით. შეცვლისას ნივთის ღირებულება განისაზღვრება მისი შეძენისას გადახდილი ფასიდან, გაცვლისას მისი ფასიდან (იმ შემთხვევაში როცა  გაყიდვაში არ არის იგივე ნივთი) უმცირესით.

ფორსმაჟორული მდგომარეობისას, მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე სავაჭრო სახლი გოლეთიანის სერვის ცენტრი  უფლებამოსილია შეიტანოს კორექტივები წინამდებარე პირობებში, საგარანტიო ვალდებულებებსა და სარემონტო ვადებში. წინამდებარე საგარანტიო პირობები ძალაში შედის პროდუქტის გაყიდვის მომენტიდან.                                                                                                                             

შეკვეთის სტატუსის შესამოწმებლად , მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე.

                                                              

სერვის-ცენტრის საკონტაქტო მონაცემები:

ქ. თბილისი, ცაბაძის #8ბ, სავაჭრო ცენტრი ,,ოქროს კიდობანი“; მე-3 სართული, მაღაზია #14               

ტელეფონი: (995 32) 2933377, (+995 32) 2306555

ელ.ფოსტა: service@goletiani.ge