საგარანტიო პირობები ტელეფონებზე

მობილური ტელეფონის საგარანტიო პერიოდი შეადგეს 1 (ერთი) წელს, შემდგომი 2 (ორი) წლის განმავლობაში მყიდევლი მიიღებს ფასდაკლებას სერვისულ მომსახურებაზე 20% (ოცი) ოდენობით;

საგარანტიო პერიოდი მობილური ტელეფონის აქსესუარებისათვის (დამტენი, ყურთსასმენი, ელემენტი, კაბურა, USB   კაბელი, მეხსიერების ბარათი და სხვა) შეადგენს 1 (ერთი) თვეს და მათი ათვლა იწყება მყიდველის მიერ მობილური ტელეფონის მიღების დღიდან;

თუ საგარანტიო ვადის განმავლობაში მობილურ ტელეფონს აღმოაჩნდება ქარხნული დეფექტი, სერვის ცენტრი                 ვალდებულია, დეფექტიანი ნივთის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში ჩაუტაროს საგარანტიო სერვისული მომსახურება;

ტელეფონი იხსნება საგარანტიო პირობებით მომსახურებიდან თუ მასზე აღინიშნება მექანიკური დაზიანებები, წყლის ან აგრესიული სითხეების ზემოქმდების ან მესამე პირთა ჩარევის ნიშნები.

სერვის ცენტრი არ აგებს პასუხს ტელეფონში არსებულ, ასევე ჩატვირთულ მონაცემებზე. იქიდან გამომდინარე, რომ მონაცემები შეიძლება დაიკარგოს მომსახურების პროცესში, მომხმარებელი ვალდებულია, შექმნას ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის სარეზერვო ასლი ელექტრონული ან წერილობითი სახით;

ტელეფონის დაზიანების მიზეზს ადგენს სავაჭრო სახლ “გოლეთიანი”-ს ავტორიზებული სერვის ცენტრი;

თბილისი, ცაბაძის 8, ოქროს კიდობანი, მე-3 სართული, ოფისი 14

  • ტელ.: (+995 32) 2306555
  • service@goletiani.ge

საგარანტიო პირობები აქსესუარებზე

საგარანტიო პერიოდი აქსესუარებზე შეადგენს 10 დღიდან 3 თვემდე, დამოკიდებულია პროდუქტზე.

შეძენამდე გთხოვთ გადაამოწმოთ ჩვენ მაღაზიასთან კონკრეტული პროდუქტის საგარანტიო ვადა.

აქსესუარი იხსნება საგარანტიო მომსახურებიდან, თუ მასზე აღინიშნება მექანიკური დაზიანებები, წყლის ან აგრესიული სითხეების ზემოქმდების ან მესამე პირთა ჩარევის ნიშნები.

აქსესუარებზე საგარანტიო მომსახურებას უზრუნველყოფს სავაჭრო სახლ “გოლეთიანი”-ს ავტორიზებული სერვის ცენტრი;

თბილისი, ცაბაძის 8, ოქროს კიდობანი, მე-3 სართული, ოფისი 14

  • ტელ.: (+995 32) 2306555
  • service@goletiani.ge